დიდი ბრიტანეთი რუსული ბრილიანტის, სპილენძის, ალუმინის და ნიკელის იმპორტს აკრძალავს

დიდი ბრიტანეთი, უახლესი სანქციების ფარგლებში, რუსული ბრილიანტების იმპორტს აკრძალავს.

ამის შესახებ დაუნინგ სთრითის ინფორმაციაშია ნათქვამი.

პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის კანცელარიაში აცხადებენ, რომ “რუსული წარმოშობის სპილენძის, ალუმინის და ნიკელის იმპორტი აიკრძალება იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც იქნება მიღებული”.

ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, 2021 წელს რუსული ალმასის ინდუსტრიის ექსპორტის მოცულობამ 4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამ ზომებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამზადებს ახალ, ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში 86 ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ, ისევე – როგორც მათ მიმართ, ვინც დაკავშირებულია შემოსავლის ძირითად ნაკადებთან, როგორიცაა ენერგეტიკა, მეტალურგია და გადაზიდვები.

“მათ შორის არიან პირები, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლს და სანქციების რეჟიმს უთხრიან ძირს”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ჰიროსიმაში G7-ის სამიტზე მყოფმა რიში სუნაკმა თქვა, „დღევანდელი სანქციები აჩვენებს, რომ G7 რჩება ერთიანი რუსეთის საფრთხის წინაშე და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას“.

დაუნინგ სთრითის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები უკვე 1500-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა და 18 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების (22,3 მილიარდი დოლარი) აქტივები გაყინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები