ოთარ შამუგია იაპონიის ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ ელჩს, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა, მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. იმამურა აკირამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იაპონიისთვის საიმედო პარტნიორი ქვეყანაა, რაც მტკიცე საფუძველია ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები