ზელენსკი საუდის არაბეთში არაბთა ლიგის სამიტზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავიდა, სადაც დღეს არაბული ლიგის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც თავად ზელენსკიმ დაწერა, ის სამიტში სიტყვით გამოვა.

“მე შევხვდები მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს და მექნება სხვა ორმხრივი მოლაპარაკებები. ჩვენი პრიორიტეტებია ყირიმის ყველა პოლიტიკური პატიმრისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ყველა პატიმრისა და უკანონოდ დეპორტირებული ადამიანის დაბრუნება, ჩვენი სამშვიდობო ფორმულის წარდგენა, რომლის განხორციელებაშიც აუცილებელია რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს ჩართვა, მომავალ ზამთარში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კიდევ ერთი პრიორიტეტი უკრაინის მუსლიმური თემის დაცვაა“, – დაწერა უკრაინის ლიდერმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯიდას შემდეგ ზელენსკი 21 მაისს ჰიროსიმაში ჩავა, სადაც “დიდი შვიდეულის” სამიტი იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები