“მოლდოვის ფოსტამ” რუსეთში ამანათების გაგზავნა შეაჩერა
„მოლდოვის ფოსტა“ რუსეთის ფედერაციაში ყველა ტვირთის და წერილების გაგზავნას დროებით წყვეტს.
ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იტყობინება.
განმარტებულია, რომ სპეციალისტები საფოსტო კომუნიკაციის აღდგენას ცდილობენ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „მოლდოვის ფოსტას“ უკვე ჰქონდა გაგზავნის გარკვეული პრობლემები, რაც რამდენიმე კვირაში მოგვარდა.