იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რეგიონში 300-მდე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, 23 მდინარე ადიდდა, 400-მდე გზაა დაზიანებული ან წაღებული, 42 მუნიციპალიტეტი კი დატბორილია.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ზარალი უკვე მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა ქვეყნის სოფლის მეურნეობა. დატბორილია 5000-ზე მეტი სიმინდისა და მარცვლეულის ფერმა.
სულ მცირე, 10 000 ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები.
სტიქიამ საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა.