მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მეორედ მასპინძლობს
18-20 მაისს, მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მეორედ უმასპინძლებს.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უკავშირდება მწერალთა სახლის უნიკალურ ისტორიას, რომლის გაცნობა საზოგადოებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები და დაესწრონ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სახელოვნებო ღონისძიებას.
18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღე, მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით, 1977 წლიდან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა:
18 მაისი (ხუთშაბათი)
▪️ 18.00-19.30
საჯარო ლექცია/დისკუსია
„საბჭოთა რეპრესიები: თანამედროვე მუზეუმი, როგორც სოციალური აგენტი“
სპიკერი – ნატა ლომოური.
მწერალთა სახლი, რეპრესირებული მწერლების მუზეუმი.
მოწვეული სტუმარი – პაველ უკიელსკი.
ვარშავის აჯანყების მუზეუმი.
მოდერატორი – ელინა ვალაიტე.
ღონისძიება ხორციელდება პოლონური ინსტიტუტის ხელშეწყობით.
▪️ 20.00-21.00
ნატა ლომოურის ტური მწერალთა სახლში.
▪️ 11.00-01.00
ღამე მუზეუმში
19 მაისი (პარასკევი)
▪️ 19.00-20:00
„დავით სარაჯიშვილი – დაუსრულებელი ისტორია” | ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია.
▪️ 21:00-22.00
„მაგრამ დღეს სხვაა ჩვენი ჰაერი“ | რეპრესირებული მწერლების პოეზიის საღამო
საღამოს გაუძღვებიან ეკა ქევანიშვილი და რატი ამაღლობელი.
20 მაისი (შაბათი)
▪️ 15.00-16.00
„მე არ ვწერ ლექსებს”| საგანმანათლებლო ვორკშოპი მოზარდებისთვის.
მენტორები: ვასო გულეური, ელინა ვალაიტე.
▪️ 20.00-21.00
„შენც შეგიძლია” | სარაჯიშვილი x სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი
მონაწილეები: დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი.
—
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში ვიზიტი უფასოა.