მაია სანდუ: მოლდოვას სურს, რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ევროკავშირს, რათა თავი დაიცვას რუსული საფრთხისგან
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვას სურს ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს, რადგან ეს მას რუსული საფრთხისგან თავის დაცვაში დაეხმარება.
„რა თქმა უნდა, არაფერი შეედრება იმას, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ რისკს და მივიჩნევთ, რომ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებით შეგვიძლია. რუსეთი დარჩება არასტაბილურობის წყაროდ მომდევნო წლებში. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მანვე დასძინა, რომ ის უახლოეს თვეებში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება.
„ჩვენ გვსურს, რომ ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.