ISW: რუსული არმია ბახმუტში ინიციატივას კარგავს

უკრაინელი ჯარისკაცების მხრიდან შეზღუდული თავდასხმების მიუხედავად, რუსული ჯარები ბახმუტის რაიონში ინიციატივას კარგავენ.

ამის შესახებ აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) წერს.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ უკრაინული ძალების წარმატებები დადასტურებულია როგორც უკრაინის, ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

კერძოდ, ომის შესწავლის ინსტიტუტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შეინიშნება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა ბოგდანოვკას რაიონში, რომელიც ბახმუტიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კილომეტრშია და ივანოვსკის მიდამოებში, რომელიც ბახმუტის დასავლეთით 6 კილომეტრშია.

როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული,  ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი ჩიოდა, რომ რუსულ ჯარებს უწევთ უკრაინის ქმედებებზე პასუხის გაცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ჯარები ბახმუტის რაიონში ინიციატივას კარგავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევა შეზღუდულად ხასიათდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები