გიორგი ვოლსკი: მიმდინარეობს აღვირახსნილი ბულინგი ამ ადამიანების, რომლებმაც იმოქმედეს თავიანთი სინდისიდან გამომდინარე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, იმ ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს, ბულინგი მიმდინარეობს.
“როდესაც კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს არის დაპირისპირება იმ ინტერესებთან, რომელიც აქვს საქართველოს, მისი საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ ევროინტეგრაცია განვითარდეს, ეს ადამიანები გამოაცხადეს მოღალატეებად და მიმდინარეობს აღვირახსნილი ბულინგი ამ ადამიანების, რომლებმაც იმოქმედეს თავიანთი სინდისიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს – როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.