გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ რუსეთთან ფრენების აღდგენის ნაწილში რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ – არის ერთადერთი, რომ არცერთმა სანქცირებულმა კომპანიამ არ იფრინოს საქართველოში

ჩვენ რუსეთთან ფრენების აღდგენის ნაწილში რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ერთადერთი, რომ არცერთმა სანქცირებულმა კომპანიამ არ იფრინოს საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

„ჩვენი მილიონობით  თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელსაც თავის მხრივ ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%. თუმცა, 2019 წლის შემდეგ მათ ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება ფრენების შეჩერების შესახებ, რომელზეც შემდეგ, ასევე ცალმხრივად, მიიღეს გადაწყვეტილება აღდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ამ ნაწილში რაც შეგვიძლია  გავაკეთოთ, არის ერთადერთი, რომ არცერთმა სანქცირებულმა კომპანიამ არ იფრინოს საქართველოში“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები