ყირიმში მარცვლეულით დატვირთული 5 ვაგონი რელსებიდან გადავიდა

სიმფეროპოლთან ახლოს მარცვლეულით დატვირთული 5 ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მომხდარის მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ სიმფეროპოლი-სევასტოპოლის მონაკვეთზე ელექტრომატარებლები დროებით არ იმოძრავებენ, ამ სადგურებზე მგზავრებს ავტობუსებით ჩაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები