დღეს პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს დღეს სესიაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. ცვლილებები გუშინდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის მიხედვით, იცვლება არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.
ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს მავნებლურს უწოდებენ. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პროექტი კანონში არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 76 ხმა სჭირდება.