ზელენსკი: რუსეთზე ზეწოლისთვის საჭიროა მსოფლიოს უფრო მეტი კონსოლიდაცია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად მან ახალი შეხვედრები გამართა, თუმცა მტრის განადგურებისთვის საჭიროა მსოფლიოს კიდევ უფრო კონსოლიდირებული მხარდაჭერა.

„სუმის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონბასის რეგიონების რეგულარული დაბომბვა ისევ და ისევ ადასტურებს, რომ მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციაა საჭირო რუსეთზე ზეწოლისთვის, კიდევ უფრო მეტი ძალა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რათა ტერორისტების ყველა პოზიცია გაანადგურონ, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად და უსაფრთხოების დასაბრუნებლად ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, წარმატებული იყო უკრაინის დელეგაციის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში, სადაც მთავრობის წარმომადგენლებმა და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ სხვადასხვა დონის შეხვედრები გამართეს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტს „რუსეთის აგრესიის მკაფიოდ დაგმობისთვის და გლობალური მშვიდობის ძალისხმევის მხარდაჭერისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები