იტალიის ჩრდილოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ იტალიაში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება.
სტიქიის გამო, ასევე გაუქმდა „ფორმულა 1“-ის ემილია-რომანიას გრანპრი, რომელიც ამ შაბათ-კვირას უნდა ჩატარებულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში 14 მდინარე ადიდდა, რის შედეგადაც 23 დასახლება დაიტბორა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, ემილია-რომანიას რეგიონში ექვსი თვის ნორმა, დაახლოებით ნახევარი მეტრი ნალექი მოვიდა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 50 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.