რატი ბრეგაძე: მიხარია, რომ ხალხმა დაინახა – რასაც ვამბობდით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არის სრული სიმართლე

საბოლოო ჯამში, გამოჩნდა ერთი ძალიან პრინციპული რამ, რაც ძალიან მიხარია, რომ ხალხმა დაინახა და ირწმუნა – რასაც ვამბობდით ჩვენ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არის სრული სიმართლე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის მოსალოდნელი და ლოგიკური იყო.

„[სტრასბურგის სასამართლოს] გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს პიარ კამპანია, რომელიც ოფიციალურად მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით. საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდის არგუმენტებთან, დადასტურდა ერთი რამ – თითოეულის სიტყვის უკან, რომელსაც ჩვენ ვამბობდით, იყო მტკიცებულება. შესაბამისად, ეს იყო სიმართლე. ხოლო ეს ადამიანები შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას. ეს [სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა მათთვის, ხოლო ჩვენთვის იყო სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური შედეგი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები