ნიკოლ ფაშინიანის შვილის გატაცების მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკო ფაშინიანის შვილის გატაცების მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სომხური მედიის ცნობით, აშოტ ფაშინიანის განცხადება სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტს ცოტა ხნის წინ გადაეცა.

„სომხეთის რესპუბლიკის ერევნის საქალაქო პოლიციის დეპარტამენტის მძიმე დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტში განცხადების საფუძველზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ელი პუნქტით. (ადამიანის გატაცება პირთან ან მის ახლო ნათესავთან, ან ახლო პირთან დაკავშირებით ამ პირის მიერ მისი სახელმწიფო, პოლიტიკური, სამსახურებრივი, პროფესიული ან საზოგადოებრივი საქმიანობის აღსრულებასთან დაკავშირებით).

გარემოებების გასარკვევად მიმდინარეობს სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები. მოგვიანებით სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი განცხადებას გააკეთებს“, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანი გორ აბრაჰამიანი.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პოლიციამ მიიღო შეტყობინება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვაჟის, აშოტ ფაშინიანის გატაცების მცდელობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები