მედია: ნიკოლ ფაშინიანის ვაჟის გატაცება სცადეს

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟის – აშოთ ფაშინიანის გატაცება მისი სახლიდან დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე სცადეს.

სომხური მედია წერს, რომ გატაცების მონაწილეები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის – “შვილების ძახილის” წევრები, რომლებმაც აიძულეს აშოთ ფაშინიანს მანქანაში ჩაჯდომა, მაგრამ მან გადმოხტომა შეძლო, რა დროსაც მას უკან მიმავალი მანქანა დაეჯახა.

აშოთ ფაშინიანმა ფეხის ტრავმა მიიღო, ხოლო ორგანიზაციის წევრებმა მიმალვა შეძლეს.

ამასთან, ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრის, სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის, გარიკ გალეიანის მამის თქმით, აშოთ ფაშინიანისთვის ავტომობილში ჩაჯდომა არავინ დაუძალებია.

მან ასევე უარყო ბრალდებები ძალადობის შესახებ. მისი თქმით, ახალგაზრდამ კარი თავად გააღო, მანქანიდან გადახტა და გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები