“მარცვლეულის შეთანხმება ორი თვით გახანგრძლივდა” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ “მარცვლეულის შეთანხმება” ორი თვით გახანგრძლივდა.
ამის შესახებ მსოფლიო სააგენტოები იუწყებიან.
“ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის, ჩვენი რუსი მეგობრების მხარდაჭერისა და ჩვენი უკრაინელი მეგობრების წვლილის წყალობით, გადაწყდა მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმების კიდევ ორი თვით განახგრძლივება”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, ითვალისწინებს თუ არა „მარცვლეულის გარიგების“ გახანგრძლივება იმ დათმობებზე წასვლას, რასაც რუსეთი ითხოვდა.
ამჟამინდელ გარიგებას ვადა 18 მაისს ეწურებოდა.