რუსული აგრესიით მიყენებული ზიანის რეესტრის შექმნის შეთანხმებას უკვე 43 ქვეყნის ხელმოწერა აქვს

რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსული აგრესიით მიყენებული ზიანის ე.წ. რეესტრის შექმნის შესახებ.

Eurointegration-ი წერს, რომ ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოების ჩართულობას ორგანიზაციის გარედან. ამავდროულად, ევროპის საბჭოს ცალკეულ წევრებს ხელმოწერისგან თავის შეკავება შეუძლიათ.

ამ დროისთვის, დოკუმენტს ხელი 43-მა სახელმწიფომ მოაწერა, ან შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ მოაწერს, მათ შორის G7-ის ყველა ქვეყანაა აშშ-ის, კანადის და იაპონიის ჩათვლით, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრები არ არიან.

ევროპის საბჭოს შვიდმა წევრმა “ანტირუსული” შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა.

შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის და ფიზიკური ზიანის მიყენების აღრიცხვას. ამავე ბაზაში შევა დაზარალებულთა ფინანსური პრეტენზიები რუსეთის მიმართ.

ვარაუდობენ, რომ შეთანხმებული და დადასტურებული პრეტენზიების რეალიზება მოგვიანებით, მას შემდეგ მოხდება, რაც საერთაშორისო თანამეგობრობა კომპენსაციის მექანიზმსა და მისი შევსების წყაროებზე შეთანხმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები