“ბევრი ქვეყანა გაეროში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციებს უჭერს მხარს, რომ სანქციებს არ შეუერთდნენ და აშშ-ს თავი დააღწიონ” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი ზეწოლას ახდენს ქვეყნებზე, რომ სანქციებს შეუერთდნენ და ამ ფონზე ზოგიერთი ქვეყანა გაეროში რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციებს უჭერს მხარს, რომ “სანქციებს არ შეუერთდნენ და აშშ-ს თავი დააღწიონ”.

ამის შესახებ მან “ცარგრადისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე – მოახდინა თუ არა დასავლეთმა რუსეთის იზოლირება, რუსმა მინისტრმა თქვა, რომ “დასავლეთის ასეთი განცხადებები მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ მათ თავი დედამიწის ჭიპად მიაჩნიათ”.

“დასავლეთის პოლიტიკა მარცხდება, რადგან ის ცდილობს, აიძულოს ქვეყნები, შეუერთდნენ ანტირუსულ სანქციებს და აწყდებიან იმას, რომ ქვეყნებს სურთ – თავიანთი პოლიტიკა ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ააშენონ, საკუთარი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, სოციალური პრობლემების მოგვარების საფუძველზე. აპელირებენ გაეროში პროვოკაციულ რეზოლუციებზე კენჭისყრის შედეგებზე, მაშინ როდესაც ბევრი ქვეყანა, როგორც იმ ანეკდოტშია, მიიჩნევს, რომ ბევრად იაფია დათანხმება, ვიდრე იმის ახსნა, რატომ არ ვიზამ ამას. და ხმას აძლევენ, მაგრამ სანქციებს არ უერთდებიან. მათგან თავის დასაღწევად”, – თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები