ანა მალიარი: ბოლო რამდენიმე დღეში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„რამდენიმე დღეში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი ბახმუტის გარეუბნის ჩრდილოეთით და სამხრეთით. ამავდროულად, მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს თავად ბახმუტში და მთლიანად ანადგურებს ქალაქს არტილერიით. მძიმე ბრძოლები სხვადასხვა შედეგებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა მალიარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები