“პუტინი და ზელენსკი დათანხმდნენ აფრიკული ქვეყნების მისიის მიღებას, რომელიც სამშვიდობო გეგმას წარადგენს” – სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი

ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდნენ, რომ მიიღონ აფრიკული ქვეყნების მისია, რომელიც სამშვიდობო გეგმას წარადგენს, – ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერენ სენეგალის, უგანდისა და ეგვიპტის ლიდერები.

ამასთან, ინფორმაცია ასევე გადაეცა გაეროს გენერალურ მდივანს, აშშ-სა და ბრიტანეთს.

„ორ ლიდერთან ჩემმა დისკუსიამ აჩვენა, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ აფრიკელი ლიდერები და განიხილონ, თუ როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს კონფლიქტი. გეგმა წარმატებას მიაღწევს თუ არა, დამოკიდებული იქნება დისკუსიებზე, რომლებიც გაიმართება“, – განაცხადა სირილ რამაფოსამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები