ბოლო მონაცემებით, სუდანში დაპირისპირებას, სულ მცირე, 676 ადამიანი ემსხვერპლა, 5 500-მდე კი დაშავდა
სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირება გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში დილიდან სროლის ხმა ისმის.
ბოლო მონაცემებით, სუდანში მომხდარ დაპირისპირებას, სულ მცირე, 676 ადამიანი ემსხვერპლა, 5 500-მდე კი დაშავდა. არსებული საფრთხისა და საკვების მარაგების ამოწურვის გამო, სუდანი, სულ მცირე, 200 000-მა ადამიანმა დატოვა.
სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. სუდანს სამხედრო გენერლები მას შემდეგ მართავენ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი გადადგა.