ბათუმში „თიბისი“ ბანკის მთავარ ოფისში ბანკის კრედიტოფიცერი დაჭრეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ინციდენტის მიზეზი უცნობია.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
დაჭრის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.
დაჭრილი კლინიკა “მედცენტრშია” მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.