ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაციის გზა შეიძლება, გადიოდეს მხოლოდ სამართლის უზენაესობაზე და არა – კანონიერად დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაზე
,,მერწმუნეთ, ევროინტეგრაციის გზა შეიძლება, გადიოდეს მხოლოდ სამართლის უზენაესობაზე და არა – კანონიერად დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 27 მაისს გაიმართება.
კობახიძის თქმით, თუ ქვეყანაში კანონის აღსრულება დაცული არ იქნება, ევროპული პერსპექტივა წარმოუდგენელია.
„ეს არის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი – სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება – თუ ეს საქართველოში არ გვექნება, ასეთ შემთხვევაში ევროპული პერსპექტივა არასდროს გვექნება. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაცია სამართლის უზენაესობაზე უარის თქმას ნიშნავს, ეს მათი არჩევანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები და მათი თანამოაზრეები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით 27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.