გია ვოლსკი – ოპოზიციაზე: ფაქტია, რომ მათი გვარები ჟღერს საკმაოდ უსიამოვნო კონტექსტში, როცა “ქოლცენტრებზეა” ლაპარაკი
საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას მმართველი გუნდი ეხმაურება. მათი შეფასებით, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის სურს, რომ გარკვეულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიპოვონ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის,
გიორგი ვოლსკის თქმით, როდესაც საუბარი არის ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ოპოზიციის წარმომადგენლების გვარები უსიამოვნო კონტექსტში ისმის.
“თუ რამე მტკიცებულება გააჩნიათ, წარმოადგინონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სქემებზე მუშაობენ ალბათ, მაგრამ დღემდე ფაქტია, რომ მათი გვარები ჟღერს საკმაოდ უსიამოვნო კონტექსტში როცა ქოლცენტრებზეა ლაპარაკი და ის ოფისები, რომელიც დაიკეტა, დაკავშირებულია პირადად პერსონალურად მათ გვარებთან. გამიჯვნა ამ უსიამოვნო ინფორმაციიდან, მათი ამოცანაა. შეეშინდათ, კომისიას არ ქმნიან – რასაკვირველია, ეს ბავშვური გამონათქვამებია. რაც უნდათ, იმ სქემებს დახაზავენ და შექმნიან, ნამუსი დაუშლით ხელს თუ წარსული თუ მომავალზე ფიქრი,” – აცხადებს გია ვოლსკი.