ლუკაშენკო კამერების წინ გამოჩნდა

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო საჰაერო ძალების ცენტრალურ სამეთაურო პუნქტში მივიდა, – იტყობინება მასთან დაახლოებული ტელეგრამის არხი – Pul of First.

ვიზიტის ფარგლებში, ლუკაშენკო მოისმენს მოხსენებას საბრძოლო მოვალეობების ორგანიზებისა და შესრულების შესახებ.

ტელეგრამში ინფორმაციას თან ერთვის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ლიდერის ფოტო, რომელსაც მკლავი აქვს შეხვეული.

ლუკაშენკო კამერებთან 9 მაისის შემდეგ არ გამოჩენილა.

წინა დღეებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის ლიდერი, ინფარქტით, პოლიციის დეპარტამენტის რესპუბლიკურ კლინიკურ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხმები მოსკოვში 9 მაისის აღლუმის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ის შეუძლოდ გახდა, კრემლის საუზმეზე კი არ გამოჩენილა.

იმავე დღეს ლუკაშენკო მინსკში ჩავიდა და გამარჯვების მოედანზე ძეგლი გვირგვინით შეამკო, თუმცა, სიტყვით არ გამოსულა.

14 მაისს ლუკაშენკო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები