“ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ” – სოროსი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ხმებზე
ამერიკელმა მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.
“გავრცელებული ხმები, რომ გულის შეტევა მქონდა, სრული სიცრუეა. ცოცხალი ვარ და კარგად ვარ”, – წერს ჯორჯ სოროსი.
