სუნაკთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ თვითმფრინავების კოალიციის შესახებ “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები” დააანონსა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც პრემიერთან, რიშის სუნაკთან შეხვედრა გამართა.
როგორც ზელენსკიმ ბუკინჰემშირში ჩეკერსის რეზიდენციაში მედიას სუნაკთან ერთობლივი საუბრისას უთხრა, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოცხადდება, რომელიც საჰაერო კოალიციის შექმნას შეეხება.
თუმცა, მისი თქმით, საკითხზე ჯერ კიდევ სამუშაო არის.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სუნაკთან შეხვედრაზე რეაქტიული თვითმფრინავების თემა განიხილეს.
“ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ცას. თქვენ იცით ამის შესახებ. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ეს საჰაერო კოალიცია და მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. მალე მოისმენთ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.