თურქეთის ცესკო: ერდოღანი – 49,40%, ქილიჩდაროღლუ – 44,96%
თურქეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,40% მიიღო, ხოლო ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 44,96%.
ამის შესახებ ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარემ, აჰმეთ ენერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი დროით 09:45 საათისთვის 192 214 საარჩევნო ყუთიდან 192 187 უკვე დათვლილია, რაც იმას ნიშნავს, რომ 99% უკვე დათვლილია.
„სულ ქვეყანაში 192 214 საარჩევნო ყუთი გვაქვს და, 09.45 საათის მდგომარეობით, 192 187 ყუთი გაიხსნა, მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49,40 პროცენტია, ქემალ ქილიჩდაროღლუ – 44,96 პროცენტი, ბატონინი სინან ოღანი – 5,2 პროცენტი და ბატონი მუჰარემ ინჯე – 0,44 პროცენტი”, – თქვა მან.