ლონდონი კიევს ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტებს და დრონს მიაწვდის
ბრიტანეთის უკრაინას ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტებს და 200 კილომეტრის რადიუსის დამრტყმელ დრონს მიაწვდის.
ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყანაში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე გამოქვეყნდა.
„ის არის ამ საშინელ აგრესიულ ომში, რომელიც მას არ აურჩევია და რომლის პროვოცირებაც არ მოუხდენია, უკრაინის წინააღმდეგობისთვის გადამწყვეტი მომენტია”, – ნათქვამია სუნაკის განცხადებაში.
გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთი უკრაინას 250 კმ-მდე დიაპაზონის მოქმედების რამდენიმე ფრთოსან რაკეტას – Storm Shadow გადასცემს.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ვატიკანის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ჩავა.