ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ჩავა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ჩავა, სადაც ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
“დღეს ლონდონია. დიდი ბრიტანეთი არის ლიდერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას დედამიწაზე და ცაში. დღეს ეს თანამშრომლობა გაგრძელდება”, – ნათქვამია ზელენსკის ტელეგრამის არხზე.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზელენსკი ეწვია საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას და ვატიკანს.
14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ კიევს იარაღის ახალ პარტიას მიაწვდის.
„მომავალ კვირებში საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათეულობით ჯავშანტექნიკითა და მსუბუქი ტანკით, მათ შორის, AMX-10RC“, – ნათქვამია ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.