თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი – სინან ოღანი მეორე ტურში მხარს ქემალ ქილინჩაროღლუს დაუჭერს

თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან, ამ დროის მონაცემებით, ვერცერთმა კანდიდატმა 50+1 ხმა ვერ მიიღო.

თურქული მედია ოდნავ განსხვავებულ რიცხვებს აქვეყნებს, ქვეყნის მოსახლეობა კი ცესკოს შედეგების მოლოდინშია.

სახელმწიფო ტელეარხ TRT-ს მონაცემით, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,35% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა ოპოზიციური გაერთიანებიდან – ქემალ კილიჩდაროღლუმ 45%.

სინან ოღანმა მხოლოდ 5,22%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

თავდაპირველად, არჩევნებში ოთხი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე მარათონს ​​მუჰარემ ინჯე გამოეთიშა, თუმცა, 0,43% მაინც მიიღო.

თუ ერდოღანის და ქილინჩაროღლუს ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ოღანის მხარდაჭერის მაჩვენებელი მკვეთრია, შესაბამისად, მან უკვე გამოაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს ქემალ კილიჩდაროღლუს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები