“ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს” – ბაიდენი თურქეთის არჩევნებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თურქეთის არჩევნებზე კომენტარი პირველად გააკეთა და თქვა, რომ ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს, “ამ რეგიონში ისედაც საკმარისი პრობლემაა”.

თეთრი სახლის პრესრელიზის თანახმად, ბაიდენს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა თურქული ოპოზიციის განცხადებებზე, რომ არჩევნებში “ის ლიდერობს” და, სახელმწიფო მედიის ცნობით, “ერდოღანი ლიდერობს”.

„ნაცნობია, არა? უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე წავა, რომ ვინც არ გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. ვგულისხმობ, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში საკმარისი პრობლემაა“, – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები