ბაიდენი: აშშ-ის ვალის ლიმიტის შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესთან მოლაპარაკებები ეროვნული ვალის ლიმიტის ამაღლებასთან დაკავშირებით პროგრესირებს.
“მეტ ცნობას მათი პროგრესის შესახებ მომდევნო ორი დღის განმავლობაში მივიღებთ”, – აღნიშნა მან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „Reuters“ ავრცელებს.
“ვფიქრობ, რომ ისინი წინ მიიწევენ, თუმცა ძნელი სათქმელია. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია კრიტიკულ წერტილამდე”, – თქვა ბაიდენმა.