გიორგი ცაგარეიშვილი: ვერდიქტით სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში არავის არ ჩაგრავენ

“ეს არის ქართული მართლმსაჯულების დიდი გამარჯვება. ამ ვერდიქტით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში არავის არ ჩაგრავენ, არ დევნიან პოლიტიკური მოტივების გამოყენებით, რაზეც აპელირებდა მთელი ამ თვეების განმავლობაში პატიმარი სააკაშვილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ყველა ინსინუაციას წერტილი დაესვა.

„ეს არის ქართული მართლმსაჯულების დიდი გამარჯვება. ამ ვერდიქტით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში არავის არ ჩაგრავენ, არავის არ დევნიან, მით უმეტეს არ ჩაგრავენ და არ დევნიან პოლიტიკური მოტივების გამოყენებით, რაზეც აპელირებდა მთელი ამ თვეების განმავლობაში პატიმარი სააკაშვილი და რაზეც აპელირებდნენ და ჩიოდნენ მისი გულშემატკივრები. ამით ყველა ინსინუაციას წერტილი დაესვა. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ რაც არ უნდა დახარჯო მილიონები შავ პიარში, რაც არ უნდა დახარჯო მილიონები იმისთვის, რომ თავს ლაფი დაასხა შენ ქვეყანას, შენი ქვეყნის მართლმსაჯულებას, შენი ქვეყნის კანონსა და კონსტიტუციას, არაფერი არ გამოგივა ამ საქმიდან“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები