გიორგი ცაგარეიშვილი: ცესკოს ფორმირების წესი, რომელსაც საზოგადოებას და პარლამენტს ვთავაზობთ, ევროკავშირის უამრავ წევრ ქვეყანაშია აპრობირებული
“ეს წესი, რასაც საზოგადოებას და პარლამენტს ვთავაზობთ, ევროკავშირის უამრავ წევრ ქვეყანაში არის აპრობირებული, ახალ ველოსიპედს ჩვენ არ ვიგონებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მომავალი არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება.
„2024 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც ყველანაირ გაყალბებას გამორიცხავს. პრეზიდენტის უფლებამოსილება რჩება ფაქტობრივად იგივე სახით და ფორმით. მას ექნება ამ კომისიაში ერთი წევრის წარმოდგენის საშუალება. ეს წესი, რასაც საზოგადოებას და პარლამენტს ვთავაზობთ, ევროკავშირის უამრავ წევრ ქვეყანაში არის აპრობირებული, ახალ ველოსიპედს ჩვენ არ ვიგონებთ“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.