მედია: ლუკაშენკო ბელარუსის სახელმწიფო დროშის დღეს არ გამოჩენილა
ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, 14 მაისს სახელმწიფო დროშის, სახელმწიფო გერბის და ბელარუსის ეროვნული ჰიმნის აღნიშვნაზე არ გამოჩენილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ლუკაშენკოს მაგივრად სიტყვა პრემიერ-მინისტრმა, რომან გოლოვჩენკომ წარმოთქვა.