შტაინმაიერმა ზელენსკი თავის რეზიდენციაში მიიღო

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კვირას ბელვიუს სასახლეში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე მიიღო. აღნიშნულის შესახებ სააგენტო DTS იტყობინება.

ბერლინში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა პრეზიდენტ ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის გამო. ბერლინის ტიერგარტენის რაიონში, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა მდებარეობს, სნაიპერები განათავსეს.

ორი სახელმწიფოს მეთაურებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკის ფედერალურ კანცელარიაში კანცლერი ოლაფ შოლცი სამხედრო პატივით მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, ისინი ერთად გაფრინდებიან აახენში, სადაც ზელენსკის კარლოს დიდის პრემია გადაეცემა.

ზელენსკის ვიზიტის გეგმები მედიისთვის გასულ კვირას გახდა ცნობილი, თუმცა ოფიციალურად გადაცემა ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები