პორტუგალიაში ევთანაზიის ლეგალიზება მოხდა
პორტუგალიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით მომაკვდავი და გაუსაძლისი ტკივილების მქონე ადამიანებისთვის ევთანაზია ნებადართულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „France24“ ავრცელებს.
გამონაკლისს წარმოადგენენ ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანები, რომლებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. პრეზიდენტს მისი გამოქვეყნება ერთი კვირის ვადაში შეუძლია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კანონი ძალაში შესაძლოა შემოდგომამდე შევიდეს.
კანონი გავრცელდება მხოლოდ 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებზე და ქვეყნის კანონიერ რეზიდენტებზე.