უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის პირველი პირის „ტელეგრამ“ არხზე ვრცელდება.

„რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, – წერს ზელენსკი.

იტალიური მედიის ცნობით, კიევის დროით 11:13 საათზე ზელენსკი რომში, „ჩამპინოს“ აეროპორტში დაეშვა, სადაც მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები