სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყება: აშშ-ის ელჩმა რუსეთისთვის იარაღის მიყიდვაში ქვეყნის დადანაშაულების გამო ბოდიში მოიხადა

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ელჩმა, რუბენ ბრიგეტიმ ბოდიში მოიხადა მის მიერ გაჟღერებული ბრალდებისთვის, რომ სამხრეთ აფრიკამ რუსეთს იარაღი მიჰყიდა.

„მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, რომ გამომესწორებინა ჩემი საჯარო განცხადებით დატოვებული ნებისმიერი არასწორი შთაბეჭდილება“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის ელჩმა სამხრეთ აფრიკაში ქვეყანა რუსეთისთვის იარაღის ფარულად მიწოდებაში დაადანაშაულა. რუბენ ბრიგეტის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსულ სატვირთო გემზე, რომელიც დეკემბერში, კეიპტაუნის საზღვაო ბაზაზე ჩადგა, იარაღი და საბრძოლო მასალა დატვირთეს. აღნიშნული განცხადების გამო, რუბენ ბრიგეტი სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები