ოკუპირებულ ლუგანსკში ძლიერი აფეთქებები იყო
ოკუპირებულ ლუგანსკში ძლიერი აფეთქებები იყო. რუსული მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქში ორი აფეთქება მოხდა.
TASS-ი საოკუპაციო ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ აფეთქების შედეგად დაზიანდა საწარმო.
გარდა ამისა, ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ქალაქის ერთ-ერთ უბანში ძლიერი კვამლი ჩანს.
თავის მხრივ, რეგიონის საოკუპაციო „ხელმძღვანელების“ მტკიცებით, დარტყმები სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რადიოელექტრონულ ქარხანასა და ნავთობის საცავზე განახორციელეს.
ადგილობრივი „ბოევიკები“ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ახალ ავიაიერიშებს უკრაინის მიერ მიღებულ Storm Shadow-ს საკრუიზო რაკეტებს უკავშირებენ.