ბელგია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 92 მილიონ ევროს გადასცემს
ბელგია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 92 მილიონი ევროს საგადასახადო შემოსავალს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბელგიის მთავრობამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის გაყინულ აქტივებს გამოიყენებს.
„ამ თანხის ნახევარი, 46 მილიონი ევრო განკუთვნილია ახალი სამხედრო დახმარებისთვის. რაც მოიცავს ჯავშანტექნიკას, იარაღსა და საბრძოლო მასალებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თანხის მეორე ნახევარი, რომელსაც ბრიუსელი კიევს გამოუყოფს, უკრაინელი მოსახლეობის მხარდაჭერას და ბელგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გაძლიერებას მოხმარდება.