პაკისტანის ყოფილი პრემიერი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვა.

იმრან ხანი Al-Qadeer Trust-ის თანხების მითვისების საქმეზე სასამართლო სხდომის ფარგლებში რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

პოლიტიკოსი სასამართლოს შენობაში, მის წინააღმდეგ აღძრულ სხვა საქმეებზე გირაოს გადასახდელად მივიდა.

პაკისტანის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაკავებას მოსახლეობის მხრიდან მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ იმრან ხანი თანამდებობიდან 2022 წლის 10 აპრილს გადააყენეს, პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები