ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში საჰაერო იერიშს „ისლამური ჯიჰადის“ ოპერაციების ხელმძღვანელი ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალები და უსაფრთხოების სააგენტო ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში განხორციელებულ საჰაერო იერიშს პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ოპერაციების ხელმძღვანელი ემსხვერპლა.

განცხადების თანახმად, იად ალ-ჰასანი, ჯგუფის სამხედრო საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებზე, ქალაქ ღაზაში სამალავ ბინაზე თავდასხმის დროს დაიღუპა.

„ის ჩართული იყო ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც დაჯგუფების მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო სროლების შესახებ მიიღებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები