ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში ჩავა
ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუეი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის რუსეთსა და უკრაინაში ჩავა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩინელი დიპლომატი ვიზიტს 15 მაისს დაიწყებს და ტურნეს ფარგლებში ჩავა უკრაინაში, პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთის წარმომადგენლების ვიზიტი აღნიშნულ ქვეყნებში წარმოადგენს იმის კიდევ ერთ დადასტურებას, რომ ჩინეთი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს და ადასტურებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს.
ჩინელი დიპლომატი ლი ჰუი 2009-2019 წლებში იყო რუსეთში ჩინეთის ელჩი.