გიორგი ცუცქირიძე: ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან გასულ წელს 2.3%-ით გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაზე
ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისას, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამოდის.
„ძალიან საინტერესოა, რომ გასულ წელს არის გაზრდილი [ევროკავშირის] სხვათა შორის, სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან, 2.3 %-ით. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორჯერ უფრო მეტია მთლიანი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსი. ძალიან ბევრ ქვეყანაში გაიზარდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც. არა მხოლოდ უნგრეთში, რაზეც არის ხოლმე საუბარი გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. საბერძნეთშიც გაზრდილია, ბელგიაშიც, გაზრდილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილშიც. ჩვენ უნდა შევამოწმოთ, როგორი არის ქვეყნების დამოკიდებულება ამ საკითხზე. ყველა ცდილობს საკუთარი ეროვნული ინტერესი მოარგოს ამ სანქციებს. არანაკლები წილი აქვს რუსეთთან სავაჭრო ამერიკის შეერთებულ შტატებს. თურქეთის წილი ძალიან მაღალია“, – აღნიშნა ექსპერტმა.