„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – ქართული კინოს მარათონის ფარგლებში ალექსანდრე კობერიძის ფილმის ჩვენება გაიმართება

15 მაისს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მესამე დარბაზი  – ალექსანდრე კობერიძის ფილმს – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ უმასპინძლებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ჩვენება ქართული კინოს მარათონის ფარგლებში, გაიმართება.
2021 წელს, თითქმის 30 – წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შეირჩა. ფილმმა ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა.
ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებული მსოფლიო პრემიერის შემდეგ, ალექსანდრე კობერიძის ფილმმა არაერთი აღიარება მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები