“არ დავუშვებთ, ვიყოთ ჩათრეული პუტინის მიერ არჩეულ ომში”- ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ და ნატო არ დაუშვებენ, რუსეთის პრეზიდენტმა ისინი “უკრაინაში გაჩაღებულ ომში ჩაითრიოს”.
ამასთან, ის აცხადებს, რომ უკრაინულ ბრძოლას თავისუფლებისთვის მხარს იქამდე დაუჭერენ, “სანამ ეს საჭირო იქნება”.
„არ დავუშვებთ, ვიყოთ ჩათრეული ომში, რომელიც პუტინმა აირჩია, მაგრამ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, სანამ ის თავს იცავს და გავაგრძელებთ ნატოს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას“, – თქვა ოსტინმა.
საფრთხეებზე საუბრისას, მან გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა გასული წლის განმავლობაში უკრაინისთვის რუსულ აგრესიასთან ბრძოლისთვის 32 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.
მისივე თქმით, ვაშინგტონმა ასევე გააერთიანა მსოფლიოს თანამოაზრე ქვეყნები “უკრაინის მამაცი დამცველების მხარდასაჭერად”.
მანვე დასძინა, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება “სანამ საჭირო იქნება”, რომ უკრაინამ თავისუფლება მოიპოვოს.
მან აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები, რომლებიც “პუტინის აგრესიული რუსეთისგან ისტორიული გამოწვევის წინაშე დგანან”, აძლიერებენ ევროპის უსაფრთხოებას.